საქართველოში აგროჟურნალისტთა ასოციაცია შეიქმნა - ძველი ქალაქი

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი დემეტრე ერგემლიძე ქუთაისში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ერგემლიძემ ასოციაციის მიზნებზე, სამომავლო გეგემებსა და წევრობის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

როგორც ასოციაციის წარმომადგენელი განმარტავს, სოფლის მეურნეობის საკითხებზე მოსახლეობის ინტერესი მაღალია.

"საქართველოში, სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად, მოთხოვნადი გახდა ისეთი ინფორმაცია, რომელიც აგრონომიას უკავშირდება. ჩვენი ასოციაციის მიზანია, ჟურნალისტი, რომელიც მსგავს თემებზე იმუშავებს, იყოს გათვიცნობიერებული საკითხებში და სწორად მიაწოდოს აუდიტორიას ინფორმაცია,"-განაცხადა ერგემლიძემ.

ასოციაციის მიზანს აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარების მხარდაჭერა და ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს.

აგროჟურნალისტთა ასოციაცია 2017 წლის ნოემბერში დაარსდა.